Tuesday, March 21, 2017

საგნობრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნობრივ ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს.
ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ საჯარო სკოლის მოქმედ, შესაბამისი საგნის პრაქტიკოს მასწავლებლებს და ასევე იმ კერძო სკოლის პედაგოგებს, რომლებიც ჩართულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ასევე ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი.
ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა, დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე.
რეგისტრაციის პერიოდი: 20 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით.

No comments:

Post a Comment