Thursday, December 17, 2015

გამარჯვებულები!

ინოვაციური განათლების ფონდის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსშისასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015“ გამოვლინდა გამარჯვებულები.  ვულოცავ გამარჯვებულებს!


Wednesday, November 18, 2015

სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015

ინოვაციური განათლების ფონდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად აცხადებს კონკურსს მასწავლებელთათვისსასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებმაც გაიარეს ინტელის ძირითადი კურსი 2014-2015 წლებში.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან საგნობრივი ჯგუფების მიხედვით და მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საგანმანათლებლო პროგრამების შემაჯამებელ წლიურ კომფერენციაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის 16 დეკემბერს.
გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზების გარდა მიიღებენ პროფესიული განვითარების 1 კრედიტს.

გთხოვთ, შეავსოთ კონკურსის სარეგისტრაციო ფორმა 2015 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

Monday, October 12, 2015

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში განპირობებული ცვლილებების და პრაქტიკაში წარმატებული ინტეგრირების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, მათ შორის კომუნიკაციას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი კონტაქტების დამყარების ხელშეწყობას.

Tuesday, September 8, 2015

სერტიფიკატები!

მინდა გაცნობოთ, რომ თქვენი კუთვნილი სერტიფიკატები მზად არის!
წასაღებად დამიკავშირდით 577 144725.


Friday, January 30, 2015

ყურადღება!!!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2015 წლის 2 თებერვლიდან იწყებს ტრენინგს „პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“ (ინტელის ტრენინგი).

გაიარეთ რეგისტრაცია.