Friday, October 3, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია იწვევს დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც უყვართ ტექნოლოგიები და ინოვაციები, აქტიურად უწყობენ ხელს ან პრაქტიკულად ნერგავენ სასწავლო გარემოში. კონფერენცია 21-23 ნოემბერს თბილისში ჩატარდება
საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას  მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის. 
 კონფერენციის ძირითადი აქტივობები:
  • პარალელური სესიები საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოხსენებები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ;
  • პლენარული სესიები საქართველოსა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ;
  • ექსპერტების სესიები ტექნოლოგიური სიახლეების, გაჯეტების და პროგრამების შესახებ განათლებაში;
  • ტექნოლოგიების სემინარები საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე;
  • გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით;
  • პოსტერების გამოფენა ინოვაციური პროექტებისა და სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების სადემონსტრაციოდ;
  • სასკოლო ვიზიტი ისტ-ის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კონფერენციის თემატური მიმართულებები:
  • სწავლა და და სწავლება ციფრულ ეპოქაში
  • მენეჯმენტი და ლიდერობა
  • პროფესიული განვითარება
  • კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე
  • ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ getc.ge