Tuesday, March 21, 2017

საგნობრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნობრივ ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს.
ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ საჯარო სკოლის მოქმედ, შესაბამისი საგნის პრაქტიკოს მასწავლებლებს და ასევე იმ კერძო სკოლის პედაგოგებს, რომლებიც ჩართულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ასევე ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი.
ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა, დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე.
რეგისტრაციის პერიოდი: 20 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით.

Thursday, November 24, 2016

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

 მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ტექ­ნო­პარ­კ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რი­გით მე­სა­მე კონ­ფე­რენ­ცია გა­იხ­ს­ნა, რო­მელ­შიც 200 პე­და­გო­გი და სპე­ცი­ა­ლის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა იყო — ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბა-გა­ზი­ა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, ექ­ს­პერ­ტებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის

Monday, January 25, 2016

სერტიფიკატები!

თქვენი კუთვნილი სერტიფიკატები მზად არის, გთხოვთ შემეხმიანეთ :)


Thursday, December 17, 2015

გამარჯვებულები!

ინოვაციური განათლების ფონდის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსშისასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015“ გამოვლინდა გამარჯვებულები.  ვულოცავ გამარჯვებულებს!


Wednesday, November 18, 2015

სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015

ინოვაციური განათლების ფონდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად აცხადებს კონკურსს მასწავლებელთათვისსასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებმაც გაიარეს ინტელის ძირითადი კურსი 2014-2015 წლებში.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან საგნობრივი ჯგუფების მიხედვით და მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საგანმანათლებლო პროგრამების შემაჯამებელ წლიურ კომფერენციაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის 16 დეკემბერს.
გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზების გარდა მიიღებენ პროფესიული განვითარების 1 კრედიტს.

გთხოვთ, შეავსოთ კონკურსის სარეგისტრაციო ფორმა 2015 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.